ყველას გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის სამი წლის წინანდელი განცხადება, ეს იყო, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება და განცხადება, რომელიც გაახმოვანა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაშინ იყო პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ საქართველოში მომხდარიყო ესკალაცია, საქართველო ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც დაიწყო უკრაინაში და ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი.
მათ შორის, პრინციპული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა სანქციების არდაწესებას, ეს ნიშნავდა ერთი მხრივ ესკალაციას, რაც უნდოდა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, მეორე მხრივ, ეს ნიშნავდა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს ჩვენ ვერ გადავდგამდით და მაშინ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც გაახმოვანა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამის შემდეგ ჩვენ შევძელით ჩვენი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში მშვიდობის განმტკიცებას.





