საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილი: კაია კალასის განცხადება ევროპულ ღირებულებებს სრულად ეწინააღმდეგება

კაია კალასის განცხადება ევროპულ ღირებულებებსა და კანონის უზენაესობის პრინციპს სრულად ეწინააღმდეგება. მან თქვა, რომ ყველა დაკავებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს. ანუ, აღარ არსებობს კანონი, სასამართლო - არაფერი არსებობს, ხომ? უცხოელი პოლიტიკოსის გემოვნებაზე უნდა იყოს, ვინ გათავისუფლდეს და ვინ დავიჭიროთ. დღეს ბრიუსელი ამას გვეუბნება, ხომ? თვითონ გვეუბნებიან, ლამის სიები მოგვცენ, ვინ უნდა დავიჭიროთ და ვინ უნდა გავათავისუფლოთ. ეს არის ბრიუსელის პერსპექტივიდან კანონის უზენაესობის გაგება? რა თქმა უნდა, ამას კანონის უზენაესობასთან არაფერი საერთო არ აქვს.

ასე გამოეხმაურა ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებას. კალასმა თქვა, რომ პროტესტის ყველა მონაწილე დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს.

კომენტარები