ბატონი ჰერჩინსკის ეს განცხადებები გამაოგნებელია. მას ვურჩევდი, ვენის კონვენცია კიდევ ერთხელ გადაიკითხოს. ის აქ არც პროკურორად დაუნიშნავს ევროკავშირს და არც ჩვენ მიგვიცია მისთვის აგრემანი, როგორც პროკურორისთვის საქართველოში. ყველაფერთან ერთად, ეს კანონის უზენაესობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
წარმოუდგენელია, რომ ადამიანი თავის თავზე იღებს იმას, რომ თქვას, ასე ვთქვათ, ძალადობა სად იყო. ასევე, თქვას, ძალადობა ვინ ჩაიდინა და ამ ადამიანებს სანქციებიც გამოუწეროს. არ ვიცი, ასეთი პრეტენზია თუ აქვს, რომ მასში ერთ თავში იყოს თავმოყრილი პროკურორიც, ადვოკატიც, მოსამართლეც, ბრალმდებელიც და შემდეგ უკვე სასჯელის აღსრულებაც მის ხელში იყოს, მე მგონი, აცდენილია იმას, თუ რას ნიშნავს ელჩობა სხვა ქვეყანაში.