რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა სუმის ოლქი დაბომბა, არიან დაღუპულები

სუმის ოლქსი დაბომბვის შედეგები, 25.02.2025
Pravda.ua

რუსეთმა სუმის ოლქზე მასიური იერიში მიიტანა. ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 70-ჯერ მიიტანეს იერიში. 

ოკუპანტებმა სუმის 13 ქალაქი დაბომბეს, შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დაფიქსირებულია 169 აფეთქება. 

რუსეთმა იერიშისას უპილოტო საფრენი აპარატები, ნაღმმტყორცნები და არტილერია გამოიყენეს. 

ველიკოპისარევსკში იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. ქალაქ სუმზე დრონების იერიშს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

რუსების თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კერძო სახლები და ავტომობილები.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები