OpenAI

OpenAI-მ ChatGPT-ის ჩინელი და ჩრდილო კორეელი მომხმარებლების ანგარიშები სისტემიდან წაშალა

კომპანია OpenAI-მ წაშალა ChatGPT-ის იმ მომხმარებელთა ანგარიშები (ჩინეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან), რომლებიც, კომპანიის შეფასებით, ხელოვნურ ინტელექტს ბოროტი მიზნებისთვის იყენებდნენ - მათ შორის, თვალთვალისა და საზოგადოებრივი აზრზე გავლენის მოხდენისთვის.

კომპანიის თქმით, ამ გზით "ავტორიტარული რეჟიმები ხელოვნური ინტელექტს იყენებდნენ როგორც აშშ-ს, ასევე საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ"

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში მომხმარებლებმა ChatGPT-ის ესპანურ ენაზე საინფორმაციო სტატიები დააგენერირებინეს, რომლებიც აშშ-ს აკნინებდა - აღნიშნული სტატიები ლათინური ამერიკის მთავარმა საინფორმაციო საშუალებებმა ჩინური კომპანიის სახელით გამოაქვეყნეს.

მეორე შემთხვევაში, ბოროტმოქმედები, რომლებიც პოტენციურად დაკავშირებულები არიან ჩრდილოეთ კორეასთან, ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ ყალბი რეზიუმეების და ონლაინ პროფილების შესაქმნელად იყენებდნენ - მათი მიზანი იყო თაღლითურად მიეღოთ სამუშაო ადგილები დასავლურ კომპანიებში.

ამ დროისთვის, კომპანია არ ასახელებს რამდენი მომხმარებლის ანგარიში წაიშალა სისტემიდან. 

კომენტარები