საქართველოს პარლამენტი

ივანიშვილის პარლამენტში "FARA"-ს კანონპროექტი დაარეგისტრირეს

ივანიშვილის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "FARA"-ს კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ის განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

"ჩვენმა გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი დაინიცირებულიყო, იმისთვის, რომ მერე თარგმანში დაკარგვებზეც კი არ ყოფილიყო საუბარი. რიგ კანონებში დამატებით ცვლილებები დაგვჭირდება [...] დამატებით დასჭირდება იმ ორგანოების განსაზღვრა, რომლებიც, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ამ კანონს აღასრულებენ. მაგალითად, როგორც არის აშშ-ში, პრეზიდენტიც კი ვთარგმნეთ, პირდაპირ შტატებზე მითითებაც კი გავაკეთეთ და დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ქართულად ვთარგმნეთ, რომ მათ შორის, ინსინუაციები არ გამოეწვია თითოეულ სიტყვასთან დაკავშირებით, რომ აქ განსხვავებული რეგულაციებია [...]

აუცილებელია, რომ ის მექანიზმი, რაც კანონპროექტით შემოთავაზებულია, რასაც პრევენციული მიზანი აქვს, შესრულდეს - იქნება ეს კონკრეტული სახდელები თუ სასჯელის შემოღებით იმ ფორმითა და ზომით, როგორც აშშ-ში მოქმედებს". - თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ბიუროს სხდომაზე. 

საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განცხადება ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს გააკეთა.

კომენტარები