ვარშავის პოლიციის ცნობით, გუშინ, კონსტიტუციის მოედანზე მდებარე ერთ-ერთი რესტორნის წინ მომხდარი ჩხუბის შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, საქართველოს 2 მოქალაქე კი - დაშავებულია. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე.
როგორც ვარშავის პოლიცია წერს, საქართველოს 31 წლის მოქალაქე გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე. გამოძიება გრძელდება" - წერს ვარშავის პოლიცია.
პოლონური მედიის ცნობით, ჩხუბში 8 ადამიანი მონაწილეობდა.





