განახლება: თბილისში დაკარგული ახალგაზრდა კაცი იპოვეს
თბილისში დაკარგულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ახლობლის ინფორმაციით, დაკარგულ კაცს იაკობი ჰქვია - ის ბოლოს ვარკეთილის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მას, დიდი ალბათობით, პიჯაკი აცვია.
"ვეძებთ ჩემს უახლოეს ადამიანს.
20 საათზე მეტია, რაც სახლიდან გავიდა, გათიშული აქვს ნომერი, ვერავინ ვუკავშირდებით, ვერც ოჯახის წევრები.
არ მისულა არც მშობლის სახლში და არც დის. არ გამოცხადებულა გამოცდაზე.
ბოლოს იყო ვარკეთილის ტერიტორიაზე. დიდი ალბათობით, აცვია პიჯაკი
გთხოვთ, თუ სადმე შენიშნეთ, დარეკეთ: 568771848
იაკობი ჰქვია". - წერს დაკარგული კაცის ახლობელი.





