არსებობს მოსაზრებების დიდი პალიტრა. მოდი, ასეთი განსაზღვრება ვუწოდოთ. არსებობს გარკვეული პოზიცია აშშ-ში, რომელიც არაა ერთგვაროვანი, აქაც სხვადასხვა პოზიციებია. არსებობს [პოზიციები] დიდ ბრიტანეთშიც... და რაღაც პოზიცია გვაქვს ჩვენც. ისინი რაღაცებში იკვეთებიან, რაღაცებში არა, რაღაცებში ძალიან შორდებიან ერთმანეთს და ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ჩვენ არ ვართ ქვეყანა კოლონია, როგორც ამის თქმას ჩვენზე ხშირად ცდილობს რუსული პროპაგანდა. ეს ასე არაა. ამიტომ, აზრთა სხვადასხვაობა - კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს ამ ფაქტორს და გავიმეორებ - ეს ნორმალურია.
რა თქმა უნდა, ვისურვებდი ყველას ჰქონოდა მოსაზრება, რომელიც ჩვენ გვაწყობს. როგორც პატრიოტი, მე ამას ვისურვებდი. მაგრამ რეალობა ასეთია, რომ უნდა გაითვალისწინო ყველას მოსაზრება და იპოვო ოქროს შუალედი.





