ჟაირ ბოლსონარო

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს მთავრობის დამხობის მცდელობაში წარუდგინეს ბრალი

ჟაირ ბოლსონარო
Reuters

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს 2022 წლის არჩევნების შემდეგ მთავრობის დამხობის მცდელობაში წარუდგინეს ბრალი. 

ბოლსონაროს წინააღმდეგ გამოძიება ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც მისმა მხარდამჭერებმა 2023 წლის დასაწყისში ბრაზილიაში ძალადობრივი საპროტესტო აქციები გამართეს.

 8 იანვარს ბრაზილიის ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერებმა შეიარაღებული ძალების ბარიკადები გაარღვიეს და კონგრესის, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში შეიჭრნენ. პროტესტანტები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახლად არჩეული პრეზიდენტის, ლულა და სილვას გადადგომას ითხოვენ.

ფედერალური ოლქის სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის სამდივნოს ინფორმაციით, თავდასხმების შემდეგ ფედერალური ოლქის სამხედრო პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა 2 082 ადამიანი დააკავეს.

პროტესტის ტალღა პრეზიდენტ ლულა და სილვას ინაუგურაციიდან ერთ კვირაში დაიწყო. ლულა და სილვა ხელისუფლებაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც მან 30 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბოლსონარო დაამარცხა.

გენერალურმა პროკურორმა, პაულო გონეტმა პოლიტიკოსს და მის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატს, გენერალ უოლტერ ბრაგა ნეტოს ბრალი წაუყენა "კრიმინალური ორგანიზაციის" ხელმძღვანელობაში, რომელსაც ქვეყანაში ახალი წესრიგის დამყარება ჰქონდა მიზნად, მათ შორის, არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის, იგნასიო ლულას მოწამვლა. 

ჯამში, ბრალი წაუყენეს 34 ადამიანს, მათ შორის, სამხედროებსაც.

 

კომენტარები