რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

საბერძნეთის პრემიერი: ევროპამ უნდა გამოიღვიძოს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ლეთარგიიდან

საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი
REUTERS/Louiza Vradi

საბერძნეთის პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ევროპამ ბოლო თვეების გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე საკუთარი თავდაცვის პოლიტიკა უნდა შექმნას.

19 თებერვალს თესალონიკში ბიზნეს კონფერენციაზე გამოსვლისას, მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა "გამოიღვიძოს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ლეთარგიიდან, რომელშიც, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია იმყოფება".

"ბოლო მოვლენები და ამ საკითხზე აშშ-ს განსხვავებული ხედვა გვაიძულებს არა მხოლოდ სიმართლეს გავუსწოროთ თვალი, არამედ ძალიან სწრაფად ვიმოქმედოთ და მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც დიდი ხანია განვიხილავთ". - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმინისტრმა.

მიცოტაკისმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მან ონლაინ ფორმატში მონაწილეობა მიიღო  ევროპელი ლიდერების რიგით მეორე შეხვედრაში, რომელიც ფრანგული მხარის ინიციატივით უკრაინის საკითხზე გაიმართა.

კომენტარები