ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი: ერდოღანთან თურქეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების როლზე ვილაპარაკე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოქვეყნა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის NATO-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ელაპარაკა.

ზელენსკი წერს, რომ NATO-ს გენერალურ მდივანს, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დეტალები გააცნო:

"გავუზიარე დეტალები ერდოღანთან შეხვედრის, რომელზეც თურქეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების როლზე ვილაპარაკეთ. უკრაინას სჭირდება არაერთი ქვეყნის მხრიდან დაცვა: ევროპა დიდი ბრიტანეთის და თურქეთის ჩათვლით და ამ პროცესში ჩართული აშშ". 

თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუტემ აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კით კელოგთან შეხვედრის დეტალები გაუზიარა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კელოგისთვისაც ამოსავალი წერტილი გარანტირებული მშვიდობის მიღწევა და არა ცეცხლის დროებითი შეწყვეტაა. 

"უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ რამდენიმე თვის შემდეგ პუტინი თავისი ომით არ დაბრუნდება". – წერს ზელენსკი.

პოსტში ზელენსკი წერს, რომ რუტესთან პარტნიორებთან სამომავლო კონტაქტებზე და კოორდინაციაზეც ილაპარაკა, რათა პუტინმა კვლავ ყველა არ მოატყუოს.

"ნებისმიერი პოტენციური მოლაპარაკების წინ, ყველა პარნტნიორს უნდა ესმოდეს, რომ მყარი მშვიდობისთვის უსაფრთხოების გარანტიები მთავარი პრიორიტეტია". – ვკითხულობთ ზელენსკის პოსტში.

კომენტარები