კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებები შესაძლოა თებერვლის ბოლომდე გაიმართოს.
"აშშ-სთან მოლაპარაკება უკრაინის საკითხის დარეგულირებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ურთიერთობების აღდგენისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა, დასკვნების გაკეთება ნაადრევია, მაგრამ განწყობა საქმიანია". – თქვა პესკოვმა.
პრესსპიკერმა დააზუსტა, რომ საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა პირველ რიგში საკუთარ ურთიერთობებზე ილაპარაკეს.
პესკოვის თქმით, პუტინი აშშ-ს შემდეგ შეარჩევს მომლაპარაკებელთა გუნდს. პრესსპიკერი არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთვება რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ვლადიმირ მედინსკი.
გარდა ამისა, კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინის მოლაპარაკებების საკითხზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პუტინს არ დაკავშირებია.





