რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვი: ახლო მომავალში უკრაინის საკითხის რეგულირების პროცესი დაიწყება

ახლო მომავალში ჩამოყალიბდება უკრაინის [საკითხის] რეგულირების პროცესი. ამერიკული მხარე შეგვატყობინებს, ვინ იქნება აშშ-ს წარმომადგენელი ამ სამუშაოს ფარგლებში და როგორც კი გავიგებთ შესაბამისი წარმომადგენლის სახელსა და მოვალეობას ჩვენ, როგორც პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა პრეზიდენტ ტრამპს, მაშინვე დავნიშნავთ ამ პროცესში ჩვენს წარმომადგენელს.

თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკულ დელეგაციასთან რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ. 18 თებერვალს, საუდის არაბეთში უკრაინის ომის საკითხზე, ასევე ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებზე აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

კომენტარები