ფულადი გზავნილები

20 ქვეყანა, საიდანაც იანვარში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 242.44 მილიონი აშშ დოლარი (8689.5 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 8.5%-ით ნაკლებია 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2025 წლის იანვარში ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 19.52%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა - 47.31 მილიონი დოლარი. მეორე ადგილზეა იტალია (19.04%), საიდანაც გასულ თვეში 46.16 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. მესამე ადგილზე კი რუსეთია - (10.5%) 25.46 მილიონი აშშ დოლარი.

ქვეყნები, საიდანაც 2025 წლის იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

  1. აშშ - 47.31 მლნ აშშ დოლარი.
  2. იტალია - 46.16 მლნ აშშ დოლარი. 
  3. რუსეთის ფედერაცია - 25.46 მლნ აშშ დოლარი.
  4. ისრაელი - 21.31 მლნ აშშ დოლარი.
  5. გერმანია - 19.35 მლნ აშშ დოლარი.
  6. საბერძნეთი - 18.99 მლნ აშშ დოლარი.
  7. თურქეთი - 7.55 მლნ აშშ დოლარი.
  8. ყირგიზეთი - 6.18 მლნ აშშ დოლარი.
  9. ესპანეთი - 5.28 მლნ აშშ დოლარი.
  10. ყაზახეთი - 4.74 მლნ აშშ დოლარი.
  11. ირლანდია - 4.50 მლნ აშშ დოლარი.
  12. საფრანგეთი - 4.45 მლნ აშშ დოლარი.
  13. გაერთიანებული სამეფო - 3.39 მლნ აშშ დოლარი.
  14. აზერბაიჯანი - 3.30 მლნ აშშ დოლარი.
  15. პოლონეთი - 2.15 მლნ აშშ დოლარი.
  16. კანადა - 1.93 მლნ აშშ დოლარი.
  17. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1.85 მლნ აშშ დოლარი.
  18. იორდანია - 1.69 მლნ აშშ დოლარი.
  19. კვიპროსი - 1.49 მლნ აშშ დოლარი.
  20. საუდის არაბეთი - 1.43 მლნ აშშ დოლარი.

ეროვნული ბანკის განცხადებით, 2025 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,3 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა. რაც 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8,4% მეტია. 

კომენტარები