დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საუკეთესო გზა იქნება, თუ მოკავშირეები მის NATO-ში გაწევრიანებაზე შეთანხმდებიან:
"უკრაინას საუკეთესო, რაც შეიძლება მივცეთ - ვიცი, რომ ზოგიერთი მოკავშირე ამის წინააღმდეგია - NATO-ს წევრობაა. ის NATO-ს წევრი ქვეყანა რომ ყოფილიყო, უკრაინაში ომი არასდროს გვექნებოდა, ეს ყველაზე იაფი, ყველაზე მარტივი გზაა ტრანსატლანტიკური ქვეყნების დასაცავად - NATO-ში ყოფნა". - თქვა ფრედერიკსენმა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, დანიის პრემიერის აზრით, მოკავშირეებმა უკრაინისთვის ალტერნატიული უსაფრთხოების გარანტიები უნდა განიხილონ, რომელიც NATO-ს წევრობის ტოლფასი იქნება.
"ვიცი, რომ რთული გზაა, რადგან ზოგიერთი კარგი, დიდი მოკავშირე არ ემხრობა ამას, მაგრამ ამ კარგმა, დიდმა მოკავშირეებმა, სულ მცირე, დანარჩენ ქვეყნებთან უნდა განიხილონ, როგორი უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება შეგვიძლია უკრაინისთვის, რაც ისეთივე კარგია, როგორც NATO-ს წევრობა". - დაამატა მან.





