ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი: უკრაინის გადარჩენა წარმოუდგენელია აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Getty Images

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესნკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე უკრაინას ძალიან გაუჭირდება გადარჩენა.

ზელენსკის თქმით, აშშ-ს სამხედრო დახმარება უკრაინის თავდაცვისთვისა და მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მან ხაზი გაუსვა, რომ არც კი სურს წარმოიდგინოს სცენარი, რომელშიც უკრაინა ვაშინგტონთან სტრატეგიული მხარდაჭერის გარეშე დარჩება.

"ალბათ ეს იქნება, ძალიან, ძალიან რთული. ჩვენ გვექნება მცირე შანსი, ძალიან მცირე შანსი გადავრჩეთ აშშ-ს გარეშე. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია, კრიტიკულად მნიშვნელოვანი". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ აშშ-ს მხრიდან სამხედრო დახმარების შემთხვევაში, უკრაინა მომავალში რუსეთის მორიგი მასშტაბური იერიშის მოგერიებას ვერ შეძლებს.

გარდა ამისა, ზელენსკის მიაჩნია, რომ ვლადიმირ პუტინი ომის დამთავრებას არ ცდილობს, მისი მიზანია დროებით შეწყდეს ცეცხლი, რომ გადააჯგუფოს ჯარი და მოიხსნას სანქციები.

"მას მართლაც ეს სურს. მას უნდა პაუზის გაკეთება, მომზადება, წვრთნა, სანქციების მოხსნა და ა.შ.". – თქვა ზელენსკიმ.

 

კომენტარები