აშშ-საქართველო

მასტი: არ შეიქმნება სიტუაცია, სადაც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს ბუფერულ ზონად განვიხილავთ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბრაიან მასტი
Greg Nash

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბრაიან მასტმა ინტერვიუში თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს "ბუფერულ ზონად" არ განიხილავს.

"არ შეიქმნება ისეთი სიტუაცია, სადაც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს "ბუფერულ ზონად" განვიხილავთ, ისეთ სივრცედ, რომელსაც დავთმობთ ან შეველევით, არაფერი ამის მაგვარი" - უთხრა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა რადიო თავისუფლებას.

რესპუბლიკელი კონგრესმენის თქმით, სამყარო "ორ ბილიკად" გაიყო, სადაც ერთ მხარეს აშშ, NATO, ევროკავშირი და ისრაელია, ხოლო მეორე მხარეს - ჩინეთი და რუსეთი:

"სამყარო ორ ბილიკად დაიყო და ამ ოთხი წლის ბოლოს ყველასთვის ცხადი გახდება [...] ძალიან მალე მიხვდებიან, რომ ამერიკის, NATO-ს, ევროკავშირისა და ისრაელის გზა ბევრად ძლიერია. რუსეთისა და ჩინეთის გზა? მალე აღარავის მოუნდება იმ ბილიკზე სიარული. ჩვენი გზა იქნება სწორი, ძლიერი – და ამას ყველა დაინახავს". - თქვა მასტმა.

კომენტარები