ფიშერი: EU-მ მოლდოვას გაწევრებისთვის მოსამზადებლად 1.8 მილიარდ ევრომდე გამოუყო

1.8 მილიარდ ევრომდე გამოიყოფა ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის 2025-2027 წლებში ევროკავშირში გაწევრებისთვის მოსამზადებლად.

ამასობაში, საქართველოში ზოგიერთი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ Deep State-მა შესაძლოა "გაანადგუროს" ევროკავშირი.

როგორც ევროკავშირის მოქალაქე, არ ვიზიარებ ამ შეშფოთებას

 წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი X-ზე.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორის, გერტ იან კოპმანის ინფორმაციით, ევროკავშირმა მოლდოვას გაწევრების პროცესის მხარდასაჭერად 1.8 მილიარდ ევრომდე გამოუყო.

კომენტარები