დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

სენატმა აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რობერტ ფ. კენედი უმცროსი დაამტკიცა

Brandon Bell / Getty Images

აშშ-ს სენატმა 13 თებერვალს აშშ-ს ჯანდაცვის და ადამიანური სერვისების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის მიწერ წარდგენილი კანდიდატი, რობერტ ფ. კენედი უმცროსი დაამტკიცა.

რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფ. კენედის ძმისწულია. 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში იგი საპრეზიდენტო კანდიდატად იღებდა მონაწილეობას, თუმცა აგვისტოში მან კანდიდატურა მოხსნა და მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა

ტრამპის საარჩევნო კამპანიების განმავლობაში კენედი ყოფილ პრეზიდენტის კანდიდატურას ღიად უჭერდა მხარს, რის გამოც ტრამპმა პირობა დადო, რომ იგი მომავალ ადმინისტრაციაში კენედის თანამდებობაზე დანიშნავდა

კენედი კოვიდპანდემიის პერიოდში სკეპტიკურად უყურებდა ვაქცინაციას და ხშირად გაუხმოვანებია ჯანდაცვის სფეროს გარშემო არსებული კონსპირაციული თეორიებიც. 

მისი წინასაარჩევნო კამპანია უცნაურ სკანდალებსაც მოიცავდა. მაისში მან თქვა, რომ 2010 წელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რადგან მისი "ტვინის ნაწილი მატლმა შეჭამა", ხოლო აგვისტოში აღიარა, რომ 2014 წელს გზაზე ნაპოვნი მკვდარი დათვი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში მიიტანა და დატოვა

კომენტარები