რუსეთი-ალჟირი

ალჟირი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც რუსეთისგან Су-57-ებს შეიძენს

Су-57  
VCG via Getty Image  

ალჟირის სამთავრობო მედიამ გამოაცხადა, რომ ქვეყანა რუსული Су-57-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი მყიდველი გახდება. 

აქამდე ამ ტიპის ავიაგამანადგურებლები რუსეთისგან ინდოეთს უნდა შეეძინა, თუმცა მოლაპარაკებები ჩავარდა. ინდოეთი საბრძოლო თვითმფრინავის შესაძლებლობებით უკმაყოფილო იყო.

ალჟირის სამთავრობო ტელევიზიის რეპორტაჟში ასევე თქვეს, რომ ალჟირელი პილოტები ამჟამად რუსეთში იწვრთნებიან. ქვეყანა Су-57-ებს სავარაუდოდ წლის ბოლოსკენ მიიღებს. უცნობია თუ რამდენი თვითმფრინავი შეუკვეთა ალჟირმა რუსეთისგან და რა დაჯდა შეთანხმების საფასური.

აქამდე, 10 თებერვალს რუსეთის შეიარაღების ექსპორტ-იმპორტის სააგენტომ, როსობორონექსპორტმა გაავრცელა ცნობა, რომ ერთ-ერთი ქვეყანა წელს   Су-57-ების შესყიდვას იწყებდა. მათ დამატებითი დეტალებზე არ უსაუბრიათ. განცხადება როსობორონექსპორტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ მიხეევმა ინდოეთში გამართულ საავიაციო ღონისძიება Aero India 2025-ზე გააკეთა. აქამდე, 2024 წლის ნოემბერში მან ჩინეთში გამართულ საჰაერო ღონისძიებაზე თქვა, რომ გაფორმდა Су-57-ის ტიპის ავიაგამანდგურებლების შესყიდვის პირველი კონტრაქტი უცხო ქვეყანასთან.

სამხედრო სიახლეებზე კონცენტრირებული მედია The Warzone-ი წერს, რომ დაუდასტურებელი ცნობებით, ალჟირმა პირველი ეტაპისთვის შესაძლოა მხოლოდ 6 Су-57 შეიძინა. ამავე მედიის შეფასებით, ამ ავიაგამანადგურებლების წარმოების ნელი ტემპი შესაძლოა საექსოორტო შეკვეთების შემაფერხებელი გახდეს, სულ მცირე იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ქვეყნები მათ დიდი რაოდენობით შეუკვეთავენ,

რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა პირველი სუ-57-ები 2022 წელს მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელის გამოცდა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო.

 

კომენტარები