რუსეთი-ალჟირი

რუსეთმა და ალჟირმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას ხელი მოაწერეს

აბდელმაჯიდ ტებუნი და ვლადიმირ პუტინი

რუსეთმა და ალჟირმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ალჟირელი კოლეგა, აბდელმაჯიდ ტებუნი კრემლში მიიღო. მხარეები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მათ შორის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კულტურის.

გარდა ამისა, პუტინმა ტებუნი რუსეთ-აფრიკის სამიტზეც მიიწვია, რომელიც მოსკოვში მომავალ თვეშია ჩანიშნული.

"ალჟირთან ურთიერთობას ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მას სტრატეგიული ხასიათი გააჩნია. ამ დროის განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ ძალიან კარგი ურთიერთობა რუს ხალხსა და ალჟირის მამაც ხალხს შორის, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის და გაიმარჯვეს". - თქვა პუტინმა.

ალჟირის პრეზიდენტმა კი რუსეთს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და იარაღის მიწოდებისთვის, რომელიც "მნიშვნელოვანი იყო ალჟირის დამოუკიდებლობის დაცვაში".

კომენტარები