ფედერალისტებმა პარტიის ოფიციალურად დაფუძნებაზე განაცხადი მეორედ შეიტანეს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ამჯერად წესდება ტექნიკურ ნაწილში ქართული ოცნების წესდების ანალოგიურია და თუ მას ივანიშვილის რეჟიმი მეორედ დაახარვეზებს "იქნება იმის ტესტი - უკვე ღრმა რუსეთი ვართ, თუ არა".
"ფედერალისტებმა უკვე მეორედ შევიტანეთ განაცხადი პარტიის დაფუძნებაზე. პირველი სრულიად უშინაარსო და გაუგებარი მიზეზებით დაგვიხარვეზეს. ახლა ხერხი ვიხმარეთ - გადმოვწერეთ ქართული ოცნების წესდება, ტექნიკურად ყველაფერი იგივეა, მხოლოდ იდეოლოგიური სხვაობებია და ვნახოთ, ივანიშვილის იუსტიციის მინისტრი ქართული ოცნების წესდებას დაახარვეზებს თუ არა. ვადა აქვს ერთი თვე, ასე რომ ერთი თვის ვადაში გავიგებთ, დაარეგისტრირეს თუ არა პარტია.
ჩვენს მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობას ყველა ვარიანტში მივიღებთ, რაც არ უნდა ქნას ივანიშვილის რეჟიმმა." - ამბობს ჩერგოლეიშვილი.