ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციონერის თქმით, რუსეთმა აფხაზეთს დამოუკიდებლობა წაართვა

Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, АГТРК არხზე გამართული დებატების ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთმა ე.წ.საპრეზიდენტო კანდიდატმა, ადგურ ხურხუმალმა თქვა, რომ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებით აფხაზეთს "ფაქტობრივად დამოუკიდებლობა წაართვა".

მისი თქმით, აფხახეთისთვის დღეს საკუთარი ინტერესების მიმართ პატივისცემის მოპოვებაა მნიშვნელოვანი.

"რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელია. საბოლოოდ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი ინტერესებისა და ჩვენი შეხედულებების პატივისცემა. დღეს ეს პატივისცემა არ არსებობს. დღეს ჩვენ დამოკიდებულნი ვართ. როდესაც რუსეთმა გამოაცხადა ჩვენი დამოუკიდებლობა, მან ის წაგვართვა. რატომ დავთმეთ ის? ჩვენ შეგვიძლია ხალხთან ერთად წინსვლა და განვითარება. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ [რუსეთს] ჰქონდეს ჩვენდამი პატივისცემა და ეს პატივისცემა იყოს ორმხრივი. აი, რასაც უნდა მივაღწიოთ დღეს. უნდა დავხუროთ საზღვრები პერიმეტრზე, თვითონ ვირჩინოთ თავი და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ შეგვიძლია დამოუკიდებლად ცხოვრება. სწორედ მაშინ გვექნება ნამდვილი დამოუკიდებლობა და ბევრ რამეს ვისწავლით" - თქვა ხურხუმალმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. ე.წ. არჩევნებში მონაილეობას 5 კანდიდატი მიიღებს.

კომენტარები