9 თებერვლის საღამოს, რუსეთის არმიამ კურკსის ოლქში მდებარე სოფელ კაზაჩია ლოკნიაზე ავიაიერიში მიიტანა. სოფელი ამჟამად უკრაინის არმიის კონტროლებად ტერიტორიაზე მდებარეობს. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 11 წლის ბიჭი.
ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე დროებითი სამხედრო კომენდატურის პრესოფიცერი ალექსეი დმიტრაშკივსკი ავრცელებს.
დმიტრაშკივსკის ინფორმაციით, 4-ვე ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ბავშვის მდგომარეობა, კრიტიკული. 11 წლის ბიჭს იერიშის შედეგად მიღებული აქვს "მარჯვენა ხელის ტრავმული ამპუტაცია, წინა წვივის რბილი ქსოვილების დაზიანება და ნამსხვრევის შედეგად თავის არეში გამჭოლი ჭრილობა".
დაშავებულები თავდაპირველად სამხედრო კომენდატურის ძალებმა სტაბილიზაციის პუნქტში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქალაქ სუმში.





