კრიმინალი

ბათუმში 1 პირი დაჭრეს - მომხდარზე 1 პირია დაკავებული

კადრი ვიდეოდან/აჭარათაიმსი

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, პოლიციის შენობასთან, 1 პირი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა აჭარათაიმსმა გაავრცელა.

გამოცემის ინფორმაციით, დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 19-108 - განზრახ მკვლელობისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები