პროკურატურამ საგარეჯოში მომხდარ მკვლელობის ფატქზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 თებერვალს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ერთი პირი.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 თებერვალს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია პროკურატურის განცხადებაში.
საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, 1984 წელს დაბადებული გ.ქ. ცხელ კვალზე 8 თებერვალს დააკავეს.