ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ცუცქირიძე: ბევრმა ადამიანმა დაიჯერა, რომ ეს პარტია უნდა ჩამოსცილდეს ხელისუფლებას

ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, რამდენიმე ძირითადი ეტაპი აქვს. ჩვენ ძალიან წარმატებით გავიარეთ, ჩემი აზრით, დარწმუნების და პროტესტის ეტაპი, როდესაც ბევრმა ადამიანმა დაიჯერა, რომ ეს პარტია უნდა ჩამოსცილდეს ხელისუფლებას. კიდევ მეტი უნდა დავარწმუნოთ.

გვექნება კონსულტაციები, ვიწვევთ ყველა პარტიას, ვისთვისაც დემოკრატია და თავისუფლება და ეს პროტესტი ძვირფასია, რომ ჩვენთან ერთად იმსჯელოს ამ საკითხებზე. ჩვენ ყველას შევხვდებით, ყველას გავესაუბრებით, ასევე როგორც არაფორმალურ ჯგუფებს, სამოქალაქო ჯგუფებს, სოციალური მედიის ჯგუფებს.  იმისათვის, რომ გავაცნოთ მათ ჩვენი ხედვა, მათი აზრიც მოვისმინოთ და საბოლოოდ გვქონდეს საერთო სტრატეგია ამ ბრძოლაში.

თქვა თავისუფლების მოედნის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ფორმულასთან ინტერვიუში

კომენტარები