გერმანია-საქართველო

ინსტრუქციებს მხოლოდ საგარეო სამინისტროსგან ვიღებ და არა ფიქციური Deep State-ისგან – ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი თავის ფოტოს ავრცელებს, რომელიც 39 წლის წინ მის მიერ გერმანიის კონსტიტუციაზე ფიცის დადების შემდეგ არის გადაღებული
X/Diplo_Peter

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი წერს, რომ 39 წელია, რაც გერმანიის მთავრობისთვის მუშაობს და არა გამოგონილი Deep State-ის, არამედ მხოლოდ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებებს ასრულებს.

ამის შესახებ ფიშერმა X-ზე დაწერა.

"ნათლად რომ ვთქვა: 39 წელია, რაც გერმანიის მთავრობისთვის ვმუშაობ და ინსტრუქციებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვიღებ და არა რაიმე ფიქციური "deep state"-ისგან". - წერს ფიშერი. 

ამასთან, ფიშერმა მის მიერ გერმანიის კონსტიტუციაზე ფიცის დადებიდან მალევე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

"ეს მე ვარ გერმანიის კონსტიტუციაზე ფიცის დადებიდან მცირე ხნის შემდეგ (მაშინდელ სახელწმიფო მდივანთან ერთად) 7 საგარეო და 4 საშინაო დავალების წინ". - წერს ფიშერი. 

ქართული ოცნება Deep State-ის შესახებ შეთქმულების თეორიებს ავრცელებს. კლასიკური განმარტებით, Deep State არის კონსპირაციული თეორია, რომლის მიხედვითაც არსებობს საიდუმლო ქსელი, განსაკუთრებით არაარჩეული პირებისა და ზოგჯერ კერძო ორგანიზაციების (როგორიცაა ფინანსური სერვისებისა და თავდაცვის ინდუსტრია), რომლებიც კანონზე მაღლა მოქმედებენ, რათა გავლენა მოახდინონ და/ან პირდაპირ განახორციელონ მთავრობის პოლიტიკა.

20 დეკემბერს კობახიძე Deep State-ის შესახებ ალაპარაკდა და ის დაახასიათა, როგორც აშშ-ის ბიუროკრატიაში არსებული გავლენიანი ჯგუფი - "შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი Deep State-ის და არაფორმალური გავლენების დამარცხებას ეს უკვე გამოჩნდება 20 იანვრის შემდეგ".

კომენტარები