ეროვნული ბანკი

ივანიშვილის პარლამენტმა სებ-ის საბჭოს 4 ახალი წევრი აირჩია

ივანიშვილის პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ივანიშვილის დანიშნული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენილი პირები აირჩია.

ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი - ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე, ნინო ჯელაძე პარლამენტს წარუდგინა.

ვახტანგ ბურკიაშვილი სებ-ის აღმასრულებელი დირექტორია, ოთარ შამუგია ყოფილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 

ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები ნათია თურნავა, ეკატერინე მიქაბერიძე, ეკატერინე გალდავა, თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშილი არიან. 

2023 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებმა, ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ თანამდებობები დატოვეს. 

კომენტარები