ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა თემურ ქათამაძემ, რომელიც უკვე 21-ე დღეა, შიმშილობს, უკვე 15 კგ დაიკლო. ადვოკატის თქმით, მას გადაადგილებაც უჭირს.
"დღეს უკვე 21-ე დღეა, რაც ბატონი თემურ ქათამაძე შიმშილობს. ის 16 იანვრიდან შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში იმყოფება [...] არაერთი მიმართვის მიუხედავად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დღემდე არ გვაქვს. ჩვენ მივმართეთ როგორც შსს-ს, ასევე მათ მიგრაციის დეპარტამენტსაც [...]
ამ დღეების განმავლობაში, მას 15 კგ უკვე დაკლებული აქვს, რაც შესამჩნევიცაა [...] მას გადაადგილება უჭირს, რამაც ის გამოიწვია, რომ როგორც თავად განაცხადა, ხვალ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვეღარ შეძლებს". - თქვა ქათამაძის ადვოკატმა TV პირველთან საუბარში.
ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვს ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა.