სირია-თურქეთი

ერდოღანმა და ალ-შარაამ სირიაში თურქული ავიაბაზების მშენებლობის საკითხი განიხილეს

სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ანკარა, 4 თებერვალი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ ანკარაში თავდაცვის პაქტის გაფორმება განიხილეს.

Reuters-ის ცნობით, მოლაპარაკებები სირიაში თურქული ავიაბაზის მშენებლობას და სირიის ახალი არმიის წვრთნას მოიცავს. გამოცემის წყაროების ცნობით, საუბარია სირიის ცენტრალურ, ბადიის რეგიონში ორი თურქული ბაზის შექმნაზე.

თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს ბაშარ ალ-ასადის სამხედრო და პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც დეკემბრის ბოლოს ელვისებური შეტევის შედეგად დაამხეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთი ახალ სირიაში ცენტრალურ როლს ითამაშებს, რათა ასადის რეჟიმის მხარდამჭერი ირანის ვაკუუმი შეავსოს. ეს კი ახალი რეგიონული კონფლიქტის რისკებს აჩენს სხვა რეგიონულ მოთამაშეებთან, მათ შორის, ისრაელთან.

ამასთან, Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სირიის ახალი ხელისუფლება სტრატეგიული თავდაცვის შეთანხმების საკითხებზე მუშაობს სხვა ქვეყანასთან.

კომენტარები