ერთპარტიული პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელშიც ქართული ოცნებისა და ხალხის ძალის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, უფლებამოსილება შეუწყვიტეს 49 ოპოზიციონერ დეპუტატს - საკითხი დღესვე, 12:00 საათზე პლენარულ სხდომაზე განიხილება.
კომიტეტზე იმსჯელეს ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია ცვლილებებისთვის და ძლიერი საქართველოს წევრების უფლებამოსილებაზე. მათმა წარმომადგენლებმა არჩევნების არაღიარების შემდეგ მანდატების შეწყვეტა თავად მოითხოვეს. მე-4 ბარიერგადალახულ პარტიას, გახარია საქართველოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს.