ლარი დოლართან 0.25 თეთრით გამყარდა, ევროსთან - 2.27 თეთრით გაუფასურდა. 4 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8378 ლარია, ერთი ევროსი - 2.9317 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.87 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.98 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.84 ლარია, ევროსი - 2.93 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.