NATO

რუტე: ომის თავიდან არიდების საუკეთესო გზა ომისთვის მომზადებაა

REUTERS/Amel Emric/File Photo

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Bild-თან ინტერვიუში ალიანსის გაძლიერებასა და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა.

რუტეს თქმით, არსებული პროგრესის მიუხედავად, ევროპულმა სახელმწიფოებმა კვლავ უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები, განსაკუთრებით კი გერმანიამ, რომელიც ევროპაში უმსხვილესი ეკონომიკაა.

"NATO-ში უნდა შენარჩუნდეს ერთობა. მაგრამ ტვირთი სამართლიანად უნდა გადანაწილდეს ევროპაზე, კანადასა და აშშ-ზე, ისე, რომ ამერიკელები ძალიან ბევრს იხდიდნენ, ხოლო ჩვენ ბევრად ნაკლებს" [...]  გერმანიამ უნდა გააგრძელოს იმ გზაზე სვლა, რაც აირჩია ევროპასა და უკრაინაში. გერმანიამ უნდა დახარჯოს და აწარმოოს მეტი. მომდევნო თვეებში ეს აშკარად განხილვის საგანი იქნება ბევრ ევროპულ სახელმწიფოში. პირდაპირ გეუბნებით: ომისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს არის ომის თავიდან არიდების საუკეთესო გზა" – ამბობს რუტე. 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Bild-თან ინტერვიუში ალიანსის გაძლიერებასა და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა.

"გერმანიამ უნდა გააგრძელოს იმ გზაზე სვლა, რაც აირჩია ევროპასა და უკრაინაში. გერმანიამ უნდა დახარჯოს და აწარმოოს მეტი. მომდევნო თვეებში ეს აშკარად განხილვის საგანი იქნება ბევრ ევროპულ სახელმწიფოში. პირდაპირ გეუბნებით: ომისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს არის ომის თავიდან არიდების საუკეთესო გზა"

NATO-ს გენერალური მდივანი ასევე შეეხო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლადიის "ამერიკასთან მიერთებისა" და არქტიკის გაძლიერების სურვილს. 

რუტემ აშშ-ის მიერ გრენლანდიის ყიდვასა ან სამხედრო ძალით დაუფლებაზე მხოლოდ ის თქვა, რომ მიესალმება ტრამპსა და დანიის პრემიერმინისტრს შორის გამართულ საუბარს, თუმცა აღნიშნა, რომ ტრამპი სწორია, როდესაც არქტიკის უსაფრთხოების გაძლიერებაზე საუბრობს.

 

კომენტარები