გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

ბაჩიაშვილი: მოითხოვეს დისტანციურად დაკითხვა ივანიშვილის ასაკის გამო

მოითხოვა დაზარალებულმა მხარემ, რომ ივანიშვილის ასაკის გამო და იმის გამო, რომ მოუწევდა დიდხანს კითხვებზე პასუხი და მისი ასაკი გასათვალისწინებელი იყო, მოითხოვეს დისტანციურად დაკითხვა. ანუ, ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა მართავდეს ქვეყანას, სახელმწიფოს, არ შეუძლია ასაკის გამო, გამოცხადდეს სასამართლოში. 

ამბობს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი. 

"შესაშინებელი და დასამალი, ცხადია არაფერი არ გვაქვს" - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის თქმით, ივანიშილი ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლოს ჩვენებას 5 თებერვალს დისტანციურად მისცემს. ადვოკატი ამბობს, რომ დისტანციური დაკითხვის შუამდგომლობა უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება. 

კომენტარები