რუსული რეჟიმი

ჩერგოლეიშვილი: ჩვენი ცხელი ხაზის მონაცემებით, დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი

ლუკა ახალაია

პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ ფედერალისტების ცხელი ხაზის მონაცემებით, დღევანდელ საპროტესტო აქციებზე 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მისივე თქმით, ნაცემია რამდენიმე დაკავებული და მათ დაკავების შემდეგაც სცემენ. 

ჩერგოლეიშვილის წერს, რომ ფედერალისტების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანი გაათავისუფლეს, რომელიც ასევე არის ნაცემი. 

ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე წერს

"ჩვენი ცხელი ხაზის მონაცემებით, დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

ნაცემია რამდენიმე დაკავებული.

სცემენ დაკავების მერეც.

ერთერთს კომპუტერული კვლევა უტარდება. თვალბუდის ჰემატომა აქვს.

ჩვენი ინფორმაციით, გაათავისუფლეს დაკავებული არასრულწლოვანი, რომელიც ასევე ნაცემია". - წერს ჩერგოლეიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მოქმედებს ფედერალისტების ცხელი ხაზი - 0322-420-737. მოხალისეთა ჯგუფი პროტესტის მონაწილეებს დაეხმარება დაკარგული, დაპატიმრებული, ან დაშავებული მოქალაქეების მოძებნაში. 

კომენტარები