1 თებერვლის დილას, რუსეთმა პოლტავაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. აფეთქების შედეგად განადგურდა შენობის სადარბაზო, გაჩნდა ცეცხლი. გარდა ამისა, დაზიანდა მეზობელი სახლები და 12 ავტომობილი.
ბოლო მონაცემებით, მაშველებმა შენობის ნანგრევებში 12 გარდაცვლილის, მათ შორის 2 ბავშვის სხეული იპოვეს.
გარდა ამისა, მაშველებმა ნანგრევებიდან 22 ადამიანი ამოიყვანეს. მათ სხვადასხვა სირთულის ტრავმები და დაზიანებები აქვთ.
ადგილზე მუშაობას აგრძელებენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
რუსეთი უკრაინის ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





