გერმანიის პარლამენტმა 31 იანვარს მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას გულისხმობდა. ორი დღით ადრე გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირსა (CDU) და მის ლიდერს, ფრიდრიხ მერცს, რომელიც კანცლერობის კანდიდატად განიხილება, ულტრამემარჯვენე პარტიასთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი.
ოპოზიციურმა ლიდერმა მერცმა, რომლის პარტიაც 23 თებერვლის ვადამდელ არჩევნებამდე გამოკითხვებში ლიდერობს, თქვა, რომ ეს კანონპროექტი აუცილებელი პასუხი იყო იმ გახმაურებულ მკვლელობებზე, რომელიც მიგრანტული წარმოშობის პირების მიერ იყო ჩადენილი.
მერცის მიერ წარდგენილი არასავალდებულო წინადადება პარლამენტმა პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) მხარდაჭერით 29 იანვარს მიიღო, რასაც საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
DeutschlandTrend-ის გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 67%, მათ შორის, კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა ნახევარზე მეტიც, საზღვარზე მუდმივი საკონტროლო პუნქტების შექმნას ემხრობა.