NATO

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა NATO-ს გენმდივანთან საუბრისას ალიანსის გაძლიერებას გაუსვა ხაზი

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე (მარცხნივ) და აშშ-ს თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი (მარჯვნივ)
Agencja Wyborcza.pl / REUTERS & Ron Sachs / CNP

პენტაგონის ცნობით, აშშ-ს ახალმა თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს და ალიანსის შესახებ ისაუბრეს.

განცხადების მიხედვით, რუტემ და ჰეგსეთმა მათ საერთო ვალდებულებაზე ისაუბრეს, რათა NATO-ს ალიანსი "უფრო ძლიერი, უფრო მომაკვდინებელი" გახდეს.

"ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა ატლანტიკის ორივე მხარეს მოკავშირეების თავდაცვითი ხარჯების გაზრდისა და თავდაცვის სამრეწველო ბაზის მოცულობის გაფართოების მნიშვნელობას". - წერია პენტაგონის განცხადებაში.

ამასთანავე, განცხადების მიხედვით, თავდაცვის მინისტრმა ჰეგსეთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლიდერობის ქვეშ აშშ სრულად არის ერთგული ზემოხსენებული საერთო მიზნების მიმართ.

"ორივე ლიდერი მჭიდრო თანამშრომლობასა და მალე პირისპირ შეხვედრაზე შეთანხმდა". - წერს პენტაგონი.

კომენტარები