ებოლას ეპიდემია

უგანდაში ებოლას ვირუსის ახალი ეპიდემია გამოცხადდა - გარდაიცვალა 1 ადამიანი

CNN

უგანდაში ებოლას ვირუსის ახალი ეპიდემიური ტალღა დაიწყო. 

არსებული ინფორმაციით, უგანდის დედაქალაქ კამპალაში, ინფიცირების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 44 კონტაქტური პირი კვლევა-შემოწმებაზეა აყვანილი ისევე, როგორც 30 ჯანდაცვის თანამშრომელი.

ცნობისთვის, აღნიშნული შემთხვევა აღმოსავლეთ აფრიკაში ებოლა ვირუსის მეცხრე დაფიქსირებული ეპიდემიაა.  

ვირუსის 12 შემთხვევა დაფიქსირდა ასევე აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც.

კომენტარები