საქართველო-უნგრეთი

პაპუაშვილი უნგრეთზე: აი, ეს არის მაგალითი როგორ უნდა ითანამშრომლონ ქვეყნებმა

იცით, რომ ვიზიტი მქონდა უნგრეთში, როდესაც ვსაუბრობთ, მათ შორის ევროპულ ღირებულებებზე და იმაზე, რას ნიშნავს თანამშრომლობა ევროკავშირის სივრცეში და ევროპულ სივრცეში. აი, ეს არის მაგალითი როგორ უნდა ითანამშრომლონ ქვეყნებმა ერთმანეთთან. ჩვენ უნგრეთში გვქონდა თბილი, მეგობრული და წარმატებული ვიზიტი. ზუსტად იმ დღეებში იმართებოდა ბრიუსელში სხდომა, სადაც დიპლომატიური პასპორტების შესახებ გადაწყვეტილებას იღებდნენ, უნგრეთმა იქ თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა. არამხოლოდ ხმა არ მისცა ამ გადაწყვეტილებას და დაბლოკვა ამ შემთხვევაში არ შეეძლო, არამედ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას უნგრეთი არ აპირებს და საინტერესოა, დავაკვირდეთ რომელი ქვეყანა, რომელი ხელისუფლება აღასრულებს ამ გადაწყვეტილებას, ეს ნიშანი იქნება...

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი პარლამენტში, შალვა პაპუაშვილი იმედის ეთერში.

კომენტარები