ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

სეფაშვილი: წინააღმდეგი ვარ, ევროსაბჭოში დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა მოხდეს დათქმებით

ხალხის ძალის დეპუტატის, ეკა სეფაშვილის თქმით ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების დათქმებით ცნობის კატეგორიული წინააღმდეგია. ივანიშვილის დეპუტატი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ოპოზიციის კვოტით მონაწილეობს. 

"კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თუ უფლებამოსილების ცნობა მოხდა დათქმებით. არ მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი პოზიცია და ამის შესახებ განვაცხადე სხვადასხვა სხდომაზე, მათ შორის მონიტორინგის სხდომაზე. ნებისმიერ ქვეყანაში ჩვენ მარტივად იოლად ნებისმიერ დარღვევას, იქნება ეს ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, არჩევნების ჩატარების, თუ თუნდაც პოლიციის მიერ ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება მოხდეს გერმანიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, ნებისმიერ ქვეყანაში.

ნებისმიერი ასეთი დარღვევის დროს ევროსაბჭომ უნდა გარიცხოს ქვეყანა ან უნდა შეუჩეროს უფლებამოსილება? ამის მომხრე არ ვარ, ეს ეწინააღმდეგება თავად ორგანიზაციის სადამფუძნებლო პრინციპებს" - თქვა სეფაშვილმა. 

სტრასბურგში საქართველოს დელეგაციას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან გივი მიქანაძე და ეკა სეფაშვილი. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პირველი სესია 27-31 იანვარს იმართება. 

კომენტარები