საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაახლოებით 5 000 კვადრატულ მეტრი ფართობი დაიწვა - ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.
"ამ დროისთვის, ლილოს ბაზრობაზე დამწვარია, დაახლოებით, 5 000 კვადრატული მეტრი - როგორც სასაწყობე ფართი, ასევე მაღაზიები. ადგილზე 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 22 ერთეული სახანძრო ავტოცისტერნაა მობილიზებული. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს [...] მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ". - თქვა მღებრიშვილმა.
ხანძარი ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე დღეს, დაახლოებით, 15:00 საათისთვის გაჩნდა.





