ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 3 სტუდენტი თავისუფალია

ბათუმელი სტუდენტები და დეკანი
ბათუმელები

დღეს, 28 იანვარს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტს და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, ერთი სტუდენტი - ანრი კაკაბაძე კი პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო. 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი, ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს სისხლის სამართლის წესით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ბათუმელების ცნობით, გირაოს თანხა 5 000 ლარია. 

კომენტარები