კიევის ოლქში 28 იანვარს ჩამოგდებული რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები რეტრო-ავტომობილების მუზეუმის შენობას დაეცა, რის შედეგადაც განადგურდა და დაზიანდა 36 ავტომობილი. ასევე, რეგიონში დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას კიევის ოლქის დროებითი ხელმძღვანელი, ნიკოლაი კალაშნიკი თავის Telegram-ზე ავრცელებს.

ალაშნიკმა დაამატა, რომ რუსეთის დარტყმის დამანგრეველი შედეგები კიდევ 3 რაიონში აღინიშნება. იქ დაზიანდა 2 კერძო სახლი, 3 არასაცხოვრებელი შენობა და 3 ავტომობილი. მოსახლეობა არ დაზარალებულა.
28 იანვრის დილას რუსეთმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ცეცხლი გაუჩნდა 4 ავტომობილს, დაშავდა 3 ადამიანი.





