ლარი დოლართან 0.26 თეთრით გამყარდა, ევროსთან - 0.16 თეთრით გაუფასურდა. 27 იანვრის ვაჭრობის შედეგებით, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8808 ლარია, ერთი ევროსი - 3.0263 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.92 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.09 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.89 ლარია, ევროსი - 3.04 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. გასულ კვირაში ლარი ხუთივე ვაჭრობისას გაუფასურდა.





