სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომელს, მარიამ მოსეშვილის სასამართლო, დღეს 24 იანვარს გაიმართა. საქალაქო სასამართლო მას 10 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავება.
ბრალდებული მოსეშვილი აცხადებს, რომ მისი ქმედებები კანონსაწინააღმდეგო არ ყოფილა. მისი განმარტებით, როდესაც შეკრების ადგილზე მივიდა, რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილი იყო.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერის გადაწყვეტილებით, პროცესი ერთი თვით გადაიდო. მარიამ მოსეშვილის შემდეგი სასამართლო სხდომა 24 თებერვალს ჩატარდება.