"უკრაინის ომში მთავარი საკითხი არის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოება და არა ნავთობის ფასები" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად საუდის არაბეთსა და OPEC-ის ქვეყნებს ნავთობის ფასების დაწევისკენ მოუწოდა.
ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ საუდის არაბეთსა და OPEC-ის წევრ ქვეყნებს ნავთობის ფასების დაწევას მოსთხოვს. მან ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთს სთხოვს, აშშ-ში დაგეგმილი საინვესტიციო პაკეტი 600 მილიარდი დოლარიდან 1 ტრილიონ დოლარამდე გაზარდოს.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, ტრამპის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა, რომ რუსეთისთვის უკრაინაში არსებული პრობლემები ეროვნულ უსაფრთხოებას, რუსი მოსახლეობის მიმართ არსებული საფრთხეებს და დასავლეთის, კერძოდ, აშშ-სა და ევროპის მხრიდან რუსეთის შეშფოთებების უგულებელყოფას უკავშირდება.





