ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში საარტილერიო ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავებულია. ინფორმაცია ქვეყნის ტრანსპორტის ფედერალურმა მინისტრმა დაადასტურა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქარხანა ბჰანდარას ოლქში, ინდოეთის ფინანსური დედაქალაქიდან, მუმბაიდან 830 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და სხვადასხვა ტიპის ასაფეთქებელ მასალებს აწარმოებს.
მანამდე, შტატის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 13-14 ადამიანი შენობის შიგნით იყო მოქცეული, მაშველებმა 5 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.





